რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 22.10.2018
ნანახია: 674

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნება.

მოზარდს სასწრაფო ოპერაცია რუსთავში ჩაუტარდა, ახლა კი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელსაც ქუსლის ტრავმული დაზიანება აღენიშნება. მას გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი დაშავებულები რუსთავის კლინიკებში მკურნალობენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

რუსთავში, მე-19 მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი დაშავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე