ხულოში 20 წლის გოგონა ცეცხლმოკიდებულ სახლში შშმ პირის გადასარჩენად შევიდა, მაგრამ ორივე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 19.10.2018
ნანახია: 897

ხულოში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა გოგონა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ღორჯომის თემში, სოფელ ჭახაურში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის გნცხადებით, 20 წლის გოგონა ცეცხლმოკიდებულ სახლში 75 წლის შშმ პირის გადასარჩენად შევიდა, თუმცა, ორივე დაიღუპა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სხვა საცხოვრებელს სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე