ბორჯომში Crowne Plaza სტუმრებს 23 დეკემბრიდან მიიღებს

საქართველო, თბილისი - 16:18 | 07.12.2015
ნანახია: 1972

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ქსელი, InterContinental Hotels Group-ი (IHG), ბორჯომში თავისი ცნობილი ელიტარული ბრენდით – Crowne Plaza-თი შემოდის.

ქვეყანაში პირველი Crowne Plaza ბალნეოლოგიურ, საკურორტო ქალაქში, ბორჯომში გაიხსნება. ყველასთვის ცნობილ ბორჯომის პარკთან ახლოს მდებარე სასტუმრო, საუკეთესო ადგილია როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

IHG (InterContinental Hotels Group) - სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში, რომლის პორტფოლიოშიც ისეთი ცნობილი სასტუმროები შედის, როგორებიცაა InterContinental® Hotels & ResortsHUALUXE® Hotels and ResortsCrowne Plaza® Hotels & ResortsHotel Indigo®, EVEN™ HotelsHoliday Inn® Hotels & ResortsHoliday Inn Express®Staybridge Suites® და  Candlewood Suites®.

2015 წლის იანვარში IHG-მ შეიძინა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბუტიკ სასტუმროების ქსელი Kimpton Hotels & Restaurants. მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულმა სასტუმროების ქსელმა პორტფოლიოს კიდევ ერთი სასტუმრო ამჯერად საქართველოში შემატა.

„ქრაუნ პლაზა ბორჯომს“ 101 კეთილმოწყობილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნომერი აქვს. ოთახების დიზაინი კომფორტისა და სტილის არაჩვეულებრივ ბალანსს გვთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ სპორტული დარბაზით, შიდა აუზით, სპა ცენტრით, სადაც მასაჟებისა და კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანია. ასევე გვაქვს საბავშვო ოთახი, იმისათვის რომ ოჯახებისთვის ჩვენთან დასვენება უფრო მოსახერხებელი იყოს. 4 რესტორანი საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს ჩვენს სტუმრებს. მსოფლიოში აღიარებული, ბიზნესზე ორიენტირებული ბრენდი, 24-საათიანი ბიზნეს ცენტრით არის აღჭურვილი. 6 საკონფერენციო ოთახი არაჩვეულებრივი ადგილია სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის.

Crowne Plaza სასტუმროების დიზაინი შერჩეულია ისე, რომ სტუმრები მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდნენ თავს.

როგორც სასტუმროს მენეჯმენტი განმარტავს, მათ კარგად გვესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღამის მშვიდი ძილი ადამიანებისთვის, სწორედ ამისთვის შეიქმნა ‘Sleep Advantage Program’– ექსკლუზიური საწოლებით, Wake-Up Call-ებით, მყუდრო ზონის სართულებითა და არომათერაპიული პროდუქტებით – ღამის მშვიდ ძილს განაპირობებს, რათა საქმიანი მიზნის მქონე სტუმრებისთვის წარმატებული, ხოლო დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელი მოგზაურობა იქნეს უზრუნველყოფილი.

Crowne Plaza-ს სასტუმროები ჩართულია IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაში, IHGRewards Club-ში, რომელიც ინდუსტრიის პირველი და უდიდესი ლოიალურობის პროგრამაა მსოფლიოში 84 მილიონზე მეტი წევრით. ის წევრებს უდიდეს სარგებელს სთავაზობს და ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს პროგრამებს შორის საერთაშორისო სასტუმროთა სამყაროში. IHG Rewards Club-ში ჩართვა უფასოა. სტუმრებს შეუძლიათ მასში გაწევრიანდნენ ვებ გვერდ ihgrewardsclub.com-ის საშუალებით, IHG-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვით ან მსოფლიოში IHG-ის 4,700 სასტუმროდან ნებისმიერი მათგანის მისაღებში მოთხოვნის დატოვებით.

სასტუმრო სტუმრებს 2015 წლის 23 დეკემბრიდან მიიღებს. ოფიციალური გახსნის ცერემონია 2016 წლის იანვრის მეორე ნახევარში იგეგმება.

„ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ განმარტავენ, რომ ახალი წლისთვის - შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც მოიცავს 2 ღამეს:

31 დეკემბერი – 21:00 – სტუმრების წინაშე წარსდგება მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი თავის ამერიკულ ბენდთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბასი - Max Gerl, დასარტყამი ინსტრუმენტი - Mike Mitchell და კლავიში Cameron Graves. პერფორმანსის შემდეგ საღამოს დიჯეი განაგრძობს.

1 იანვარი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბენდი Goofy Land და ასევე პოპულარული დიჯეი Gio Khoti.

საახალწლო გალა ვახშამს შეფ მზარეული Rod MacKenzie უმასპინძლებს, რომელიც საღამოს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის.

საახალწლო პაკეტების დასაჯავშნად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: + 995 322 221 221




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე