არაბებს, თურქებს და სირიელებს თუ აქვთ კარვის გაშლის უფლება, ჩვენ არ გვაქვს?! - ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ დღეს კარვის გაშლას აპირებს

საქართველო, თბილისი - 16:43 | 19.10.2018
ნანახია: 1037

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს საღამოს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც აქცია-პერფომანსიმიმდინარეობს.

მისი თქმით, თბილისში ბევრ უცხოელს აქვს კარავი გაშლილი და თუ კარვის დადგმა საქართველოში ნებადართული არი არის, მაშინ ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს.

„კარვის გაშლას ყოველთვის დავაპირებ, რადგან მარჯანიშვილზე, ქუჩაში ვნახე, რომ ბევრი კარავია გაშლილი. უცხოელებს – არაბებს, თურქებს და სირიელებს თუ აქვთ კარვის გაშლის უფლება, ჩვენ არ გვაქვს?! თუ კარვის გაშლის უფლება ქალაქსა და ქვეყანაში არ არსებობს, მაშინ ეს არავისთვის უნდა იყოს ნებადართული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე