“ნუ გვაბოლებთ” - პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:55 | 19.10.2018
ნანახია: 781

პროკურატურის შენობასთან  აქცია-პერფომანსი  სახელწოდებით – “ნუ გვაბოლებთ”  მიმდინარეობს.

აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებიან.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურის წინ ფერადი კვამლი გაუშვეს და უწყების ჭიშკარზე წარწერა „ნუ გვაბოლებთ” ჩამოკიდეს.

მათი განცხადებით, აქციის მიზანია პროკურატურას შეახსენონ თავი და მათი საქმეების გამოძიება კიდევ ერთხელ მოსთხოვონ.

„ესენი გვაბოლებენ. ხან რას მოიფიქრებენ, ხან რას. ახლა თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადა. ამ სისულელის ნეტა ვის სჯერა. დაბეგვეს ერთი კარგად და მერე თქვეს, რომ თავის მოკვლა სცადაო. თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე და ხელებზე რატომ ჰქონდა სილურჯეები. ამით ცდილობენ, რომ ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის თემა გადაფარონ. მრიცხველი ჩართულია, ვიდრე წიკწიკებს, მისცენ პასუხისგებაში ჩემი შვილის მკვლელები”, -განაცხადა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე