აუტისტი ბავშვების მხარდაჭერისთვის უეფამ საქართველო გამოარჩია

საქართველო, თბილისი - 14:21 | 19.10.2018
ნანახია: 1554

უეფას კამპანიაში #FootballPeople არაერთი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთო, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ფეხბურთის არის ყველასთვის და სწორედ ამას ემსახურება სფფ-ს აქტივობაც.

ბათუმში გაიმართა საფეხბურთო ფესტივალი აუტისტი ბავშვებისთვის. სფფ-ს ხელშეწყობით, ბათუმსა და თბილისში არაერთი გუნდია, რომლებიც აუტისტი ბავშვებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი გუნდი ბათუმის ვორიორსია.

View image on Twitter

კამპანიას მხარი დაუჭირეს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ და საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტანმა ნინო პასიკაშვილმა. ფეხბურთის ფედერაციის აქტივობა უეფამ გამოარჩია და ეს ტვიტერზე აღნიშნა. 

View image on Twitter

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე