"მაესტროს" დამფუძნებელი მთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შემეცვალა - ნინო ჟიჟილაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:30 | 19.10.2018
ნანახია: 1166

"მაესტროს" დამფუძნებელი მე მთხოვდა, რომ სარედაქციო პოლიტიკა შემეცვალა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილავშივლმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმარმა გრიგოლ გეგელიამ ნიკა ლალიაშვილთან დისკუსიის დროს ჟიჟილაშვილს მედიის მდგომარეობის შესახებ აზრი ჰკითხა, რაზეც მან განაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთი ძვირფასი არხი, "მაესტრო" გაქრა ეთერიდან.

ნიკა ლალიაშვილმა ნინო ჟიჟილაშვილს ჰკითხა, გამოუშვეს თუ არა მაესტროდან პოლიტიკური მოტივით, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ასე მოხდა.

"დიახ. ეს ჩემზე გადაცემა არ არის, მაგრამ ან ამის მერე მოვყვები, ან არქივებში ვნახოთ, რის გამო გამომაგდეს. თქვენ რომ იჯექით "მაესტროში" ჩემ შემდეგ ეთერში, აი, "მაესტროს" დამფუძნებელი მე მთხოვდა, რომ სარედაქციო პოლიტიკა შემეცვალა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა, რის შემდეგაც ლალიაშვილმა ჟიჟილაშვილს დაკონკრეტება სთხოვა - სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას სახელისუფლებო ინტერესის შესაბამისად სთხოვდნენ თუ რუსული ინტერესის შესაბამისად, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს ორი ერთმანეთთან თანხვედრაში იყო.

ლალიაშვილმა კვლავ ჟიჟილაშვილს მიმართა და ჰკითხა, თუ "მაესტრო"სახელისუფლებო ინტერესს ატარებდა, რატომ დახურეს ტელევიზია, რაზეც ნინო ჟიჟილაშვილმა უპასუხა, რომ შემდეგ ინტერესი კონვერტირდა და ის საჭირო აღარ გახდა.

"როგორც წესი, როცა ვინმეს იყენებენ, მერე მას აგდებენ და ასე მოხდა "მაესტროს" შემთხვევაშიც", - თქვა ჟიჟილაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე