უნდა დასრულდეს გამოძიება, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას სიკვდილს, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის და ვალდებული ვართ, რომ დავასრულოთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:17 | 19.10.2018
ნანახია: 742

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხობში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია საქმის ბოლომდე გამოძიება და ქვეყნისთვის „ამ სამარცხვინო ფურცლის დახურვა.“

„მომავალს ერთად ვაშენებთ და ამისთვის ვარ აქ ჩამოსული. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება, რომ საქართველოში არ დასრულდეს ის გამოძიება, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას, პრეზიდენტის სიკვდილს. ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავასრულოთ, დავხუროთ ეს ფურცელი ჩვენი ისტორიის,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე