გამოძიება მიმდინარეობს, თუ როგორ აღმოჩნდა კობაურის სპერმა ლორა სმიტის სხეულში - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 17:19 | 18.10.2018
ნანახია: 866

ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა. 

როგორც ის განმარტავს, დანაშაულში მხოლოდ 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური ფიგურირებს. 

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა, ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა. რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება. ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები. ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში. გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება, რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე