ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ - ვიქტორ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 15:50 | 18.10.2018
ნანახია: 1558

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები არიან და ჩანაწერებს ისევ ისინი აკეთებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, შევიდეს პატიმართან და არ არის ვალდებული, ეს ინფორმაცია სხვას გაანდოს.

„ესენი გვამებს არიან მიჩვეული, გვამს ელოდებიან კიდევ, ამას ელოდებიან. მე მაქვს უფლება შევიდე პატიმართან, ის არის ჩემი ამომრჩეველი. მეორეც, მე არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას, გაკმაყოფილებთ პასუხი? კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას და ამათ ხომ ჩაწერეს, თვითონ წაიღონ პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანოებში და თვითონ გამოიძიონ, გამოიკვლიონ.

მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ მყოფი, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად. ახლა მეუბნებიან, იყო თუ არა ეს ტყუილი, არასერიოზული და ტყუილი ერთი და იგივე არ არის?“, - თქვე ჯაფარიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე