ამ ხელისუფლებას ნიღაბიც და სახეც ახეული აქვს - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 11:20 | 18.10.2018
ნანახია: 1244

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ ჩანაწერის შინაარსზე საუბრობს, რომლის გამოქვეყნებას საგამოძიებო უწყებები გეგმავენ. მისი თქმით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

„დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან გინდა სხვასთან. და მათშორის ის საკითხები როგორ დავხმარებოდით მას აქციებში. როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში. არავის არ აქვს სურვილი, რომ მას დაეხმაროს. პირიქით, ის უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას უკვე ნიღაბიც ახეული აქვთ, სახეც ახეული აქვთ და აღარაფერი აღარ ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე