ქერჩის კოლეჯში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:39 | 18.10.2018
ნანახია: 691

ანექსირებული ქერჩის კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ყველა ცხედარი იდენტიფიცირებულია. დაღუპულთა შორის 15 სტუდენტი და კოლეჯის 5 თანამშრომელია. გარდაცვლილი სტუდენტებიდან 6 არასრულწლოვანია.

ქერჩის კოლეჯში თავდასხმა გუშინ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ  თუმცა მოგვიანებით გარემოების შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა სასწავლო დაწესებულებაში სროლა მოაწყო. თავდამსხმელმა კოლეჯის ბიბლიოთეკაში თავი მოიკლა. 

დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 27 საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რამდენიმე პირის მდგომარეობა უმძიმესია.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა  კოლეჯის სტუდენტმა ვლადისლავ როსლიაკოვმა განახორციელა. ის სასწავლებელში 2015 წელს ჩაირიცხა.
დანაშაულის მოტივები უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ როსლიაკოვმა იარაღის ტარების ნებართვა ინციდიენტამდე ერთი თვით ადრე აიღო. 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე