ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობისას ქართველი და ლატვიელი გულშემატკივრები „პუტინ ხუილო“-ს ერთად მღეროდნენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:20 | 17.10.2018
ნანახია: 1527

საქართველოს ნაკრებმა რიგაში, ლატვიის წინააღმდეგ „ერთა ლიგის“ „დ“ დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩაატარა. მატჩის მიმდინარეობისას ქართველი და ლატვიელი გულშემატკივრები „პუტინ ხუილო“-ს ერთად მღეროდნენ.

ქართველ და ლატვიელ გულშემატკივრებს შორის მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ თბილისურ შეხვედრაში ჩამოყალიბდა. მატჩის შემდეგ, "დინამო არენაზე" შეკრებილმა ქართველმა ქომაგებმა ლატვიელები ტაშით გააცილეს, რასაც საპასუხო ტაში მოჰყვა

ამ შეხვედრის მოგებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 12 ქულა დააგროვა და დარჩენილ ორ შეხვედრაში ჯგუფში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა. „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში პირველი ადგილი და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდეს. საქართველო ერთა ლიგის „დ“ დივიზონში პირველი გუნდია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე