ქალს, რომელიც სოციალური შემწეობის მიღების მიზნით თავს უსინათლოდ აჩვენებდა, პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:53 | 17.10.2018
ნანახია: 674

რომის სასამართლომ ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც თავს უსინათლოდ აჩვენებდა და სახელმწიფოსგან შეღავათევბს იღებდა, თაღლითობისთვის 1 წლით და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების ვერსიით, ცნობილი ადმირალის პაოლო ტრეუს ცოლი 20 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ატყუებდა. მან ჯერ კიდევ 1996 წელს შესაბამის სამსახურებს, სრული სიბრმავის გამო შემწეობის მიღების თხოვნით მიმართა.

შედეგად სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულმა ინსტიტუტმა ამ წლების განმავლობაში ქალს 200 ათასი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია. თაღლითობისთვის პროკურატურა ქალისთვის სამი წლითა და ორი თვით პატიმრობას ითხოვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე