კანადაში დღეიდან მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია

საქართველო, თბილისი - 15:35 | 17.10.2018
ნანახია: 694

კანადაში დღეიდან ძალაში შევიდა კანონი მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ. მისი რეკრეაციული, ანუ მოდუნების მიზნისთვის მოხმარება კანადელებს ამიერიდან ლეგალურად შეეძლებათ.  

მთელს ქვეყანაში მაღაზიებთან მარიხუანის გაყიდვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უზარმაზრი რიგები დადგა. გავრცელებული ცნობით, პირველად კანაფი ოფიციალურად ქვეყნის აღმოსავლეთით, ნიუფაუნდლენდის კუნძულზე, ადგილობრივი დროით ზუსტად 12 საათზე შეიძინეს.

მყიდველი იენ პაუერია, რომელიც ქალაქ სენტ-ჯონსიდან არის. „ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი პირველი ადამიანი, რომელიც კანადაში კანაფის პირველ ლეგალურ  გრამებს შეიძენდა. და მე ეს გამომივიდა“, - განაცხადა იენმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე