ღმერთი არ არსებობს - სტივენ ჰოკინგი

საქართველო, თბილისი - 13:16 | 17.10.2018
ნანახია: 824

ღმერთი არ არსებობს. ამის შესახებ ცნობილმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა თავის ბოლო წიგნში „მოკლე პასუხები დიდ შეკითხვებზე“ დაწერა.

მეცნიერი არაერთგზის აცხადებდა, რომ ათეისტია. მისი თქმით, ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, ფიზიკური კანონებით აიხსნება.

 „ღმერთი არ არსებობს, სამყაროს არავინ მართავს“, - ნათქვამია წიგნში.

ჰოკინგი ასევე წერს, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლე არსებობს და იწინასწარმეტყველა, რომ 100 წლის განმავლობაში კაცობრიობა მზის სისტემის ნებისმიერ წერტილში იმოგზაურებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი, რომელმაც შავი ხვრელებისა და სამყაროს დასაწყისის შესახებ არაერთი თეორია შეიმუშავა, 76 წლის ასაკში 2018 წლის 14 მარტს გარდაიცვალა.

მეცნიერი ათწლეულების მანძილზე კემბრიჯის უნივერსიტეტში მათემატიკას ასწავლიდა.

ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე