ისრაელი ღაზას სექტორს პალესტინელების ავიაიერიშის საპასუხოდ ბომბავს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 17.10.2018
ნანახია: 664

ისრაელის სამხედრო ავიაცია ღაზას სექტორში დილიდან პალესტინელების სამხედრო ობიექტებს ბომბავს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

ავიაიერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინელების მიერ ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთ-ერთი  რაკეტა ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონის სიახლოვეს ჩავარდა.

რაკეტამ ქალაქ ბეერ-შევში ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მეორე რაკეტა გუშ-დანის რაიონში ჩავარდა,  სადაც სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მის ნაწილს წარმოადგენს ქალაქი თელ ავივი.  გუშ დანის მიმართულებით პალესტინელებმა იერიში ბოლოს ოთხი წლის წინ მიიტანეს.

ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის პრემიერ მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ღაზას სექტორში მოძრაობა ჰამასის მიმართ უმკაცრესი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ, რათა მათი თქმით, ბოლო მოეღოს მის აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის   საზღვარზე ყოველკვირეულ უწესრიგობებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე