ჯაფარიძე ციხეში კანონის დაცვით შევიდა - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 10:00 | 17.10.2018
ნანახია: 667

უმრავლესობის წევრთა თქმით დეპუტატებს ნებისმიერ დღეს შეუძლია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლა და ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავენ. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მის მიერ ნებართვის გაცემით ვიქტორ ჯაფარიძის გლდანის ციხეში შეშვებასტან დაკავშირებით კანონი არ დარღვეულა. თუმცა შევიდა თუ არა ჯაფარიძე, მირზა სუბელიანთან ციხეში პოსტკრიპტუმის ანონსის გასვლის შემდეგ, ამაზე პასუხი არ აქვთ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს საკითხი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

"ბრძანებაა გაცემული, ხუთივე მოხდა რეგლამენტის შესაბამისად"-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რისთვის სურდა ჯაფარიძეს სუბელიანთან საპატიმროში შესვლა, კობახიძე პასუხობს, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.

"როდესაც დეპუტატები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამოწმებს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე