საქართველო - ლატვია - 3:0 - საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ს უახლოვდება

საქართველო, თბილისი - 09:47 | 17.10.2018
ნანახია: 1190

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სტუმრად ლატვიასთან მოიგო და ჯგუფში პირველობა ორი ტურით ადრე გაინაღდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფში ითამაშებს.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა. ანგარიშის შესაძლებლობა ქართველ ფეხბურთელებს მატჩის მე-5 წუთზე მიეცათ, თუმცა ვაკო  ყაზაიშვილმა 11-მეტრიანი ვერ გაიტანა. ლატვიელთა კარის აღება ჯაბა კანკავამ რამდენიმე წუთის შემდეგ შეძლო. 29-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარი ვაკო გვილიამ დალაშქრა, მესამე გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძემ 61-ე წუთზე გაიტანა. 

ვლადიმირ ვაისის გუნდს პლეი ოფამდე კი ჯერ ჯგუფში ანდორასთან სტუმრად (16 ნოემბერს) და შინ ყაზახეთთან (19 ნოემბერს) დარჩენილი მნიშვნელოვანი მატჩები ელის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე