ბევრი კითხვა ჩნდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩანაწერები „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩნდება, ვისმენთ ნიკა გვარამიას ბოდვას - ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:38 | 16.10.2018
ნანახია: 634

ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩანაწერები „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩნდება, ვისმენთ ნიკა გვარამიას ბოდვას, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რასაც პასუხის გაცემა სჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტის კითხვასთან დაკავიშირებით განაცხადა, რამდენად უშვებს მმართველი გუნდი, რომ ბრალდებული მირზა სუბელიანი შესაძლოა გარიგებული იყოს „ნაციონულ მოძრაობასთან“.

მისი თქმით, მირზა სუბელიანს პირადად საერთოდ არ იცნობს და ეკრანის გარდა არსად უნახავს.

„უნდა გაირკვეს ყველაფერი. რასაც მირზა სუბელიანი ამბობს, კითხვას იწვევს, ეს ყველაფერი ახლა არჩევნების წინ რატომ ხდება და ვის ინტერესებში შედის. არჩევნების წინა დღეებში მსგავსი მეთოდები გვახსოვს და ცუდ ასოციაციას იწვევს. ვინმეს რომ არ დარჩეს განცდა, რომ ჩვენ ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე