„ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, "მიშას თოჯინა", - სალომე სამადაშვილი და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 13:22 | 16.10.2018
ნანახია: 777

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება სალომე სამადაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მმართველი გუნდს უთხრა, რომ სუბელიანსა და ფარცხალაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

სალომე სამადაშვილმა ბესელიას მიმართა - „ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, რაზეც ბესელიამ სამადაშვილს „მიშას თოჯინა“ უწოდა.

ამის შემდეგ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მათი დრო დასრულდა.

„ვერ გიშველით სპექტაკლი. ან მიბრძანდით ან გაჩუმდით“, - მიმართა ბესელიამ სამადაშვილს.

ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე