ირინა ენუქიძის მსგავსად, ზაზა სარალიძე ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:37 | 16.10.2018
ნანახია: 975

ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე ტრაგედიით დგას შვილმკვდარი მშობელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა სარალიძის მიმართ.

მისი თქმით, ირინა ენუქიძის მსგავსად, ზაზა სარალიძე ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს.
მისივე თქმით, პოლიტიკური რეაქციების მოზარდების მკვლელობის საქმეზე, შემაშფოთებელია.

პრეზიდენტმა აქვე თქვა, რომ საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე