რუსთავში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით КГБ დააწერეს

საქართველო, თბილისი - 12:20 | 16.10.2018
ნანახია: 1007

რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ოფისის კედლებსა და პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით – КГБ დააწერეს.

„ძალა ერთობაშია“-ს ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი რუსთავში მდებარე ყველა ოფისზე და საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, გაერთიანება გეგმავს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიეროს, რომლის შემდეგაც გაირკვევა, ვინ გააკეთა წარწერები გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერსა და ოფისის კედლებზე. 

ჩანაწერების ამოღების შემდეგ „ძალა ერთობაშია“ სამართალდამცველებსაც მიმართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე