იტალიაში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 16.10.2018
ნანახია: 1199

იტალიაში, ფიუმიჩინოს აეროპორტში, საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.

საზღვრის კვეთისას შემოწმების დროს, მესაზღვრეებმა მათ საბუთები შეუმოწმეს და დაადგინეს, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო რეკვიზიტები, შესაბამისად ისინი განათავსეს სადეპორტაციო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

მოქალაქეები საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე