იაპონელებმა რობოტელეფონი წარმოადგინეს (video)

საქართველო, თბილისი - 14:07 | 07.12.2015
ნანახია: 1542

სმარტფონების შემდეგი თაობა "რობო-ტელეფონები" იქნება, აღნიშნული მოსაზრება რობოტექნოლოგიების იაპონელმა კონსტრუქტორმა ტომატოკა ტახაკასიმ გამოთქვა.

რობოტების საერთაშორისო გამოფენაზე iREX-2015, რომელიც ტოკიოში გაიმართა, კონსტრუქტორმა თავისი ახალი ქმნილება RoboHon-ი წარმოადგინა.

„რობო-ტელეფონი“ არის პატარა კაცუნა, რომელსაც შეუძლია სიარული, საუბარი, ცეკვა და იმავდროულად მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი სმარტფონი. სმარტფონის ეკრანი რობოტის შიგნითაა განთავსებული.

ბოლო პერიოდში ე.წ. „ჭკვიანი საათები“ და „ჭკვიანი სათვალეები“ საკმაოდ პოპულარული გახდა და კონსტრუქტორი დარწმუნებულია, რომ „რობო-ტელეფონიც“ საკმაოდ პოპულარული და გაყიდვადი იქნება.

ფუნქციონალურად „რობო-ტელეფონი“ – RoboHon-ი ახლოსაა სმარტფონთან. თუ როდის დაიწყება RoboHon-ის სერიული წარმოება ან რა ეღირება ამ დროისათვის უცნობია.

თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი რეალიზაცია იაპონიაში 2016 წლის მეორე ნახევარში მოხდება და ის ჩვეულებრივ სმარტფონთან შედარებით გაცილებით ძვირი ეღირება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე