საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 15.10.2018
ნანახია: 698

სამხრეთ საფრანგეთში, ოდის დეპარტამენტში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
ხუთი ადამიანი დაშავდა, ხოლო ერთი დაიკარგა.

პეზანის კომუნაში ევაკუირებულია ათასი ადამიანი დამბის დანგრევის საშიშროების გამო.

ოდისა და ეროს დეპარტამენტებში რვა ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ოდის დეპარტემენტის ცალკეულ რაიონებში რამდენიმე საათის განმავლობაში ნალექის სამი თვის ნორმა მოვიდა. წყალდიდობის გაძლიერებას ხელს უწყობს ქარიც, რომელის სიჩქარეც საათში 100 კმ-ს აღწევს.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში  ჩართულია ასობით მაშველი, პოლიცილი, რვა ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე