ორი ჩანაწერი და "ოცნება" აღარ იქნებით - მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში

საქართველო, თბილისი - 10:39 | 15.10.2018
ნანახია: 1202

მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა, შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბოზიშვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ამბობს.

სავარაუდოდ, სუბელიანი გავრცელებულ ჩანაწერში ამბობს, რომ ის ფლობს კომპრომატებს ხელისუფლების წინააღმდეგ და ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი.

სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი "ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნთან, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრობს.

"ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები, ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია, რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყლე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს ხალხის გამოსვლა, შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბოზიშვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ", - ამბობს, სავარაუდოდ, სუბელიანი.

ჩანაწერში სავარაუდოდ, სუბელიანი პირდაპირ ასახელებს რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად იყო ჩართული და ამბობს, რომ შენახული, ჩაწერილი და დაარქივებული აქვს უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები, რომლებიც "ქართული ოცნების" გუნდის უკანონო საქმიანობაზე მიუთითებს. მათ შორის საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

"მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მოვუტყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბოზიშვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ახლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება, ძმაო", - ამბობს სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე