რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ფორუმი თბილისში გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 12.10.2018
ნანახია: 835

"გორჩაკოვის ფონდის" მხარდაჭერით, საქართველოში 12–14 ოქტომბერს დაგეგმილი "ახალგაზრდა ლიდერების ფორუმი" გაუქმდა.

"სამწუხაროდ, ფორუმის მომზადების პროცესში ჩვენ შევეჯახეთ არამოტივირებული აგრესიის გამოვლინებას ორგანიზატორების მიმართ ცალკეული პირებისა და მასმედიის მხრიდან. სოციალურ ქელებში გვემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით", – წერს "საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი" სოციალურ ქსელში, რომელიც ღონისძიების უშუალო ორგანიზატორი იყო.

ორგანიზატორების თქმით, ამ პირობებში მათ არ შეუძლიათ, უზრუნველვყოთ ფორუმის მონაწილეთა უსაფრთხოება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე