ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი - „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან" გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:30 | 12.10.2018 ნანახია: 688
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან არსებულ ლიტევუას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში, რომელიც წელს, 26 მაისს, ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალურად გახსნა, საერთაშორისო სამეცნიერო ორდღიანი სემინარი - „ლიეტუვა და საქართველო 100 წლის რეტროსპექტივიდან" გაიმართა.
სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯიუნასი და ლიეტუვას რესპუბლიკიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ჩამოსული სტუმრები.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მასპინძლებს და თანამემამულე სტუმრებს სიტყვით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯიუნასმა.
ლიეტუვას სახელმწიფოებრიობის 100 წელი და ლიეტუვას მცდელობები სახელმწიფოებრიობის განმტკიცება-შენარჩუნებისათვის - აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, იონას ვაიჩენონმა. საქართველოს და ლიეტუვას სამეცნიერო კავშირების შესახებ კი ყურადღება გაამახვილა სტუ-ის პროფესორმა, ლალი გოჩიტაშვილმა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუანისტიკის ცენტრში ლიეტუვური ენის, კულტურისა და მეცნიერების შესწავლის პროცესი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიდას კავალიაუსკასმა შეაფასა, ხოლო ცენტრისა და ვილნიუსის კოლეგიის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოხსენება ვილნიუსის კოლეგიის წარმომადგენელმა, ნიოლე ზინკევიჩიემ წაიკითხა.
„ჩვენი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპზე, უმნიშვნელოვანესი იყო
უნივერსიტეტის გახსნა. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთ-ერთ უძველეს და დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტში, სადაც დიდი სიყვარულითა და მონდომებით მუშაობს ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი. ეს ორი ერის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი ნიშანია", - ასე შეაფასეს სტუმრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის გახსნას ლიეტუვას პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ლიეტუვას პარლამენტის წევრი, პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პაველიონისი, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ცენტრის თანამშრომლები და სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ 26 მაისს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა: „ამიერიდან ლიეტუვა საქართველოს ლიეტუვას ენაზეც „საქართველოს" უწოდებს - ეს ერთგვარი სიმბოლური საჩუქარია".
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
- დიმიტრი მედოევის განცხადება არის ცალსახა პროვოკაცია, რომლის მიზანია საზოგადოების დაშინება - ქეთევან ციხელაშვილი
- ადრე თუ გვიან ყაზბეგი ოსეთს დაუბრუნდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ მოქალაქე დააკავეს
ბიზნესი
- ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
- SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა "ხავერდის მზე" გაიმართება
- საქართველოს ბანკი, დეველოპერული კომპანია რედკო და სამშენებლო კომპანია ანაგი თანამშრომლობას იწყებენ
- PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს
თავდაცვა
- კრწანისის საწვრთნელ ცენტრში ახალწვეულებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს
- ხვალიდან, სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება
- სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასები 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება
- 2019 წლის მთავარი პრიორიტეტი იქნება თავდაცვის ძალების ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე ორგანიზება - ლევან იზორია
სპორტი
- ფეხბურთის ფედერაცია თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
- ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
- თორნიკე შენგელია სარეკლამო კლიპში „სამეფო კარის თამაშების“ გმირს განასახიერებს (ვიდეო)
- ბრიტანეთის პოლიციამ ფეხბურთელ ემილიანო სალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა