ინდოეთში თვითმფრინავი აეროპორტის კედელს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 12.10.2018
ნანახია: 675

Air India-ს თვითმფრინავმა, რომელიც ინდოეთის ქალაქ ტრიჩინოპოლიდან დუბაიში მიფრინავდა, მუმბაიში იძულებითი დაშვება განახორციელა.

მედიის ცნობით, აფრენის დროს თვითმფრინავი აეროპორტის კედელს დაეჯახა და შასი დაიზიანა. ამის შემდეგ ეკიპაჟის მეთაურმა თვითმფრინავი მუმბაიში დასვა. ბორტზე 136 მგზავრი იმყოფებოდა. არც მგზავრები და არც ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

მგზავრები დუბაიში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრნენ. ორივე პილოტი სამუშაოს დროებით ჩამოაშორეს. მათ მიმართ ტარდება შემოწმება.

ინციდნეტის სხვა გარემოებები უცნობია.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე