მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

საქართველო, თბილისი - 13:25 | 12.10.2018
ნანახია: 802

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად მოქალაქეთა კუთვნილი 2 186 031,09 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები გ.ძ., ს.გ. და ე.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ძ.-მ მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის თებერვლამდე, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის პირობით 52 მოქალაქესთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები გააფორმა. გ.ძ.-მ შუამავლების ს.გ.-ს და ე.გ.-ს მეშვეობით, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იპოთეკის საგანს ის ბინები წარმოადგენდა, სადაც მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, სინამდვილეში კი იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე მშენებარე კორპუსის ბინები. აღნიშნული გზით გ.ძ., ე.გ. და ს.გ. მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ, ჯამში 2 186 031,09 ლარს და პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს.

"გ.ძ.-ს და ს.გ.-ს 51 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 1 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, ხოლო ე.გ.-ს 13 ეპიზოდზე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და ,,ბ'' ქვეპუნქტებით. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ძ-ს და ს.გ-ს 7 წლით, ხოლო ე.გ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე