ამერიკელი მოდელი თავის ავტომობილში მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 12.10.2018
ნანახია: 777

ამერიკელი მოდელი კელსი კვეილი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ინციდენტი ჯორჯიის შტატში, საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს მოხდა.
გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა ქალს კისერში ესროლა. ინციდენტის შედეგად კვეილის ავტომობილი, რომელმაც მართვა დაკარგა, საპირისპირო მხრიდან მოძრავ სამ ავტომობილს შეეჯახა.

 პოლიცია მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. სავარაუდოდ, მოდელი სხვა მძღოლთან კონფლიქტის მონაწილე გახდა, ან სროლას შემთხვევით ემსხვერპლა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე