სასიამოვნოა შენი ნახვა, თოჯინა - რატომ დაადანაშაულეს სექსიზმში ერიკ რობერტსი

საქართველო, თბილისი - 12:13 | 12.10.2018
ნანახია: 916

ამერიკელმა მსახიობმა ერიკ რობერტსმა ჟურნალისტებს მოუყვა, თუ როგორ გააგდეს ის სატელევიზიო შოუდან, მას შემდეგ რაც  გოგონას თოჯინა უწოდა. მან მედიას ასევე გაანდო თავისი მოსაზრება მოძრაობა MeToo-ს შესახებაც.

 „მიმაჩნია, რო  მოძრაობა MeToo - ცოტა გადაჭარბებულია... საუკეთესო თავგადასავალი მე გადამხდა“, - აღნიშნა რობერტსმა.

მისი თქმით, ინციდენტი პოპულარულ სატელევიზიო შოუში მუშაობის დროს შეემთხვა. შოუში მონაწილეობა უნდა მიეღო უამრავ ვარსკვლავს. „ იქ იყო გოგონა. გავიგე, რომ ის ჩემი დიდი თაყვანისმცემელი იყო. მივედი ავტომობილით, ავტოსადგომზე დავინახე, რომ ის ჩემს მანქანას უახლოვდებოდა და მე ვუთხარი მას: „ძალიან სასიამოვნოა შენი ნახვა, თოჯინა“. ის გაჩერდა და თქვა: ახლავე დავბრუნდები“. თითქოს რაღაც დაავიწყდა და გაიქცა“, - აღნიშნა მსახიობმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ის საგრიმიოროში შევიდა, სადაც დაცვის წევრი მიუახლოვდა და უთხრა, რომ  გადასაღები მოედანი უნდა დაეტოვებინა, რადგან იქ აღარ მუშაობდა. „ვუხსნიდი, რო მე იქ ვმუშაობდი, მან კი მითხრა: „დიახ  მუშაობდით, მაგრამ დღეს უკვე აღარ“, - აღნიშნა რობერტსმა.

გოგონამ მისი გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ მსახიობმა მას თოჯინა უწოდა, ეს კი სექსიზმად მიიჩნევა, მას შემდეგ თოჯინას მხოლოდ ჩემს ცოლს ვეძახი“, - დასძინა მსახიობმა.

მოძრაობა MeToo, როდესაც ქალები ღიად აცხადებენ წარსულში გადატანილი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ და საჯაროდ ადანაშუალებენ ადამიანებს, მათ შორის ცნობილ ვარკვლავებს, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში სულ უფრო და უფრო იზრდება.

მოძრაობა ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან გამოვლენილი სექსუალური ძალდობების შემდეგ დაიწყო. ის ძალადობაში ათობით ქალმა დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე