საუდელი ჟურნალისტის ბედი კვლავ გაურკვეველია - აშშ დამატებით განმარტებებს ითხოვს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 12.10.2018
ნანახია: 659

აშშ ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ  საუდის არაბეთის ელჩისგან დამატებით განმარტებას ითხოვს ჟურნალისტ ჯამალ ჰაშკაჯის შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა.

 „ჩვენ დავუკავშირდით აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩს. რამდენადაც ვიცი, ის მიემგზავრება საუდის არაბეთში. ჩვენ მას განვუცხადეთ, რომ აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მისგან ინფორმაციებს ველოდებით“, - განაცხადა ნოიერტმა.

ჟურნალისტი ჯამალ ჰაშკაჯი, რომელიც ერ-რიადის ახლანდელი პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში დოკუმენტების გასაფორმებლად მივიდა და გაქრა. მას შემდეგ ჟურნალისტის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის პოლიცია გენერალური საკონსულოს შენობაში ჟურნალისტის მკვლელობის ვერსიას განიხილავს. აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა პრინცმა ჰალედ ვებ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდმა ჟურნალისტის მკვლელობის შეახებ ვერსია კატეგორიულად უარყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე