აშშ თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებას დღევანდელი მოსმენის შემდეგ ელოდება

საქართველო, თბილისი - 11:14 | 12.10.2018
ნანახია: 722

აშშ-ის ადმინისტრაციამ თურქეთის ხელისუფლებასთან მიაღწია გასაიდუმლოებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი მომდევნო სასამართლო მოსმენის შემდეგ გათავისუფლდება.

ამის შესახებ ტელეარხი NBC-ი მაღალი თნამდებობის პირებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ გათავისუფლების შემდეგ ენდრიუ ბრანსონი აშშ-ში დაბრუნდება.

ამ შეთანხმების ზუსტი დეტალები უცნობია. თუმცა NBC-ის მონაცემებით, შეთანხმების თანახმად, აშშ თურქეთზე ეკონომიკურ ზეწოლას შეამცირებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ პასტორი ბრანსონი უდანაშაულოა, და პარასკევს დანიშნული მოსმენა თურქეთის სასამართლო სისტემას შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის მოქალაქე გაათავისუფლოს“, - ციტირებს  ტელეარხი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელს.

თავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ მისთვის ასეთი შეთანხმების შესახებ არაფერია ცნობილი.

თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა თურქულ პროდუქციაზე გადასახადები გაზარდა, ხოლო ანკარამ ვაშინგტონის მოთხოვნაზე ამერიკელი პასტორის გათავისუფლების შეასხებ უარი განაცხადა.

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი თურქეთის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მის საქმეზე მოსმენა იმართება.

ენდრიუ ბრანსონი ქურთ მებრძოლებთან კავშირისა და ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით, 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში კი, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პასტორი ბრალდებას უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე