40 დაღუპული და ასობით დაკარგული - უგანდაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 12.10.2018
ნანახია: 737

უგანდაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.

მანამდე 25 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.

ბუდუდის ოლქის მცხოვრებლების თქმით, მეწყერი გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიას მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაუდასტურებელი მონაცემებით, ძნელადმისადგომ რაიონებში ასობით ადამიანია დაკარგული.

დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ბრიგადებია გაგზავნილი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე