კონსტანტინეპოლმა მიიღო მთელი მართლამდიდებლური მსოფლიოსთვის კატასტროფული გადაწყვეტილება - რუსეთის პატრიარქის პრეს-მდივანი

საქართველო, თბილისი - 10:09 | 12.10.2018
ნანახია: 717

რუსული მართლამდიდებლური ეკლესია იძულებულია გაწყვიტოს ევქარისტული კავშირი კონსტანტინეპოლის პატრიარქთან კიევის პატრიარქ ფილარეტისთვის ანათემის მოხსნის გადაწყვეტილების გამო. ამის შესახებ რუსეთის საპატრირქოს პრეს-მდივანმა ალექსანდრ ვოლკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კონსტანტინეპოლმა მიიღო „მთელი მართლამდიდებლური მსოფლიოსთვის კატასტროფული გადაწყვეტილება“.

ალექსანდრ ვოლკოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა წითელ ხაზს გადააბიჯა და პასუხი იქნება ძალან მკაცრი.

 „პასუხი იქნება მტკიცე და მკაცრი, ის იქნება  ადეკვატური იმ სიტუაციისა, რომელიც დღეს შეიქმნა“, - აღნიშნა მან.

„ვითარება, რომელსაც ახლა შევეჯახეთ, აბსოლუტურად უპრეცედენტოა და აბსოლუტურად ყველასთვის ახალია. ეს სრული განხეთქილებაა ტრადიციებთან და საეკლესიო ცხოვრებასთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც კონსტანტინოპოლი იღებს, კატასტროფულ ზიანს მიაყენებს პირველ რიგში მართლმადიდებლებს უკრაინაში. ახლა დაიწყება რაღაც საშინელება”, – განაცხადა ვოლკოვმა.

პატრიარქის პრესმდივანი ასევე აბსურდად აფასებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტისთვის და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნას.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. ამის გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე