როდესაც ვინმეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებ, საჭიროა გქონდეს მტკიცებულება - მელანია ტრამპი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 11.10.2018
ნანახია: 733

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა აფრიკაში ყოფნის დროს,  ABC News-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც ეთერში პარასკევს გავა.

სრული ინტერვიუს გასვლამდე, ABC News-მა ნაწყვეტები გაავრცელა, სადაც მელანია ტრამპი #MeToo მოძრაობასა და სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, საჭიროა მტკიცებულება, როდესაც ამბობ, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხარ.

"მე მხარს ვუჭერ ქალებს, აუცილებელია მათი ხმა ისმოდეს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არამარტო ქალებს, არამედ კაცებსაც. როდესაც ვინმეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებ, საჭიროა გქონდეს მტკიცებულება. მე ქალების გვერდით ვდგავარ, მაგრამ საჭიროა ვაჩვენოთ მტკიცებულებები. შენ უბრალოდ ვერ იტყვი, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს, იმიტომ რომ ხშირად მედია ძალიან შორს მიდის ისტორიების მოყოლის დროს. ეს არ არის სწორი", - აღნიშნა მელანია ტრამპმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე