მდიდარი ბავშვები უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე მათი ნიჭიერი ღარიბი თანატოლები - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 15:19 | 11.10.2018
ნანახია: 1399

განათლების მიღებისთვის მნიშვნელოვანია ფული და არა ნიჭი. ამის შესახებ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ. მათი თქმით, სტუდენტები უმეტესად მდიდარი ოჯახებიდან არიან, იმის მიუხედავად, რომ მათი ღარიბი თანატოლები უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. კვლევა ეკონომიკური კვლევების ნაციონალური ბიუროს საიტზე გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა მილიონზე მეტი ახალგაზრდის გენეტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარეს იმის დასადგენად თუ რამდენი მათგანი ფლობდა მაღალ მოსწრებასთან დაკავშირებულ გენებს. შემდეგ გაარკვიეს, რა წარმატებები ჰქონდათ თითოეულ მათგანს და რა შემოსავალს ფლობდნენ მათი ოჯახები.

ნიჭიერი სტუდენტები თანაბრად წარმოადგენდნენ, როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ოჯახებს, თუმცა ნიჭიერი სტუდნეტების მხოლოდ 24-მა პროცენტმა დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან შეძლო კოლეჯის დამთავრება. ხოლო მდიდარი ოჯახების შვილებს შორის ამ მაჩვენებელმა 63 პროცენტი შეადგინა.

„უსახსრობის გამო ნიჭიერი ბავშვებიც კი აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს. მათი პოტენციალი იკარგება, ეს ცუდია როგორც მათთვის, ისე ეკონომიკისთვის, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე