„სვეტის“ დამფუძნებელსა და დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 17:24 | 05.10.2018
ნანახია: 838

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ გივი ჯიბლაძესა და დირექტორ თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ხელახალი ჩადენის საფრთხე.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე - გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები - გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე