ტომ კრუზი რელიგიის გამო თავის 12 წლის ქალიშვილს აღარ შეხვდება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 05.10.2018
ნანახია: 2221

2012 წელს ქეთი ჰოლსმთან განქორწინების შემდეგ ჰოლივუდის მსახიობ ტომ კრუზს ქალიშვილ სურის ნახვა თვეში მხოლოდ 10 დღის განმავლობაში შეეძლო. თუმცა ახლა კრუზმა გადაწყიტა ქალიშვილს საერთოდ აღარ შეხვდეს.

ინსაიდერების ცნობით, 56 წლის ტომს 12 წლის სური უკვე რამდენიმე წელია არ უნახავს, რადგან გოგონა საიენტოლოგი არ არის.

The Village Voice-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის თქმით, 38 წლის ჰოლმსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად მას საიენტოლოგიის საწინააღმდეგო საუბარი ეკრძალება.

ეს იყო პირობა, რომელსაც იმის გამო დათანხმდა, რომ ბავშვზე ერთპიროვნული მეურვეობა მოეპოვებინა. ქეთის აზრით, სურისა და მამამისის ხშირი ურთიერთობა, შესაძლოა გოგონას საეჭვო გატაცებაში გადაზრდილიყო.

განქორწინების შემდეგ ტომი ბავშვს ხვდებოდა, თუმცა შემდეგ საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, მასთან კავშირი შეწყვიტა. 2017 წლის თებერვალში ტომ კრუზმა ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ურთიერთობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე