ინტერპოლის პრეზიდენტი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 14:39 | 05.10.2018
ნანახია: 997

საფრანგეთში დაიწყო გამოძიება კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის გაუჩინარების გამო. ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.  

64 წლის მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ასევე უცნობია,  ცოცხალია თუ არა ის.

აღნიშნულია, რომ ჰუნვეის გაუჩინარების შესახებ ხელისუფლებას მისმა ცოლმა აცნობა. ქალი შვილებთან ერთად ლიონში ცხოვრობს, სადაც ინტერპოლის შტაბ-ბინაა განთავსებული.

მენ ჰუნვეი ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის ჩინეთის უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ასევე იყო ჩინეთში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე