ქართულ ბაზარზე საწვავის გაიაფების ტენდენცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:04 | 07.12.2015
ნანახია: 1616

ქართულ ბაზარზე საწვავის გაიაფების ტენდენცია გრძელდება. კომპანია „ლუკოილმა“ დღეიდან საცალო ქსელში, ნავთობპროდუქტების ფასი 10 თეთრით გააიაფა. „ლუკოილის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 10 თეთღით გაიაფდა ყველა პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც „ლუკოილი“ ეწევა.

რაც შეეხება კომპაბია „გალფს“, იქ ფასების კორექტირება ჯერ კიდევ 5 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც კომპანიამ 7-7 თეთრით გააიაფა G-Force ევრო რეგულარისა და ევრო რეგულარის ღირებულება. სხვა პროდუქტებზე კი ფასი უცვლელი დატოვა.

რაც შეეხება „სოკარ პეტროლიუმს“, მის ქსელში ფასები უცვლელია და ის უახლოესი დღეების განმავლობაში არ დაკორექტირებულა. ფასები საცალო ქსელში არ შეუცვლია არც „რომპეტროლს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე