სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 05.10.2018
ნანახია: 639

სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ლი მიონ ბაკს 15- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის გარდა მან უნდა გადაიხადოს 11,5 მლნ დოლარის ჯარიმაც.

ლი მიონ ბაკი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2008-2013 წლებში იკავებდა, 2018 წლის მარტში დააკავეს.

ის პროკურატურამ კორუფციაში, თანხების მითვისებაში, გადასახდების გადახდის თავიდან არიდებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.

ექს-პრეზიდენტმა დანაშაული არაერთხელ უარყო და განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება კონსერვატიული ძალების წინააღმდეგ კამპანიას ატარებს კორუფციასთან ბრძოლის საბაბით. ლი მიონ ბაკი სამხრეთ კორეის მეხუთე ექს-პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე