ინდონეზიაში ცუნამის შემდეგ მიწისქვეშ შესაძლოა 1000-ზე მეტი ადამიანი იყოს დარჩენილი

საქართველო, თბილისი - 11:52 | 05.10.2018
ნანახია: 719

1000-ზე მეტი ადამიანი შესაძლოა დაკარგული იყოს  ინდონეზიაში მომხდარი  მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. ამის შესახევ სააგენტო „ფრანს პრესი“ სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდიაციის ეროვნული უსაფრხოების სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. 


მანამდე სამმართველო აცხადებდა, რომ მსხვერპლთა რაოდენობამ 1558-ს მიაღწია, 2 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 113 დაიკარგა.

„ჩვენი შეფასებების თანახმად, მიწის ქვეშ შესაძლოა დარჩენილი იყოს ათასზე მეტი სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულია“, - განაცხადა სამმართველოს ხელმძღვანელობამ.

გავრცელებული ცნობით, ნანგრევებიდან თავის დაღწევა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეძლო.

ინდონეზიის კულნძულ სულავესზე, ქალაქ პალუსთან მიწისძვრა 28 სექტემბერს მოხდა. შემდეგ კი პალუს ორი მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდა თავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე