„სვეტის“ ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 05.10.2018
ნანახია: 637

კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ხოლო დაცვის მხარე გივი ჯიბლაძისა და თორნიკე ჯანელიძისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენებას იშუამდგომლებს.

ცნობისთვის, „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე