სკოლასთან მომხდარ სროლას 4 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 05.10.2018
ნანახია: 611

მექსიკის ქალაქ გუამასში, სკოლასთან მომხდარ სროლას ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა.

თავდამსხმელებმა ცეცხლი საპატრულო მანქანას გაუხსნეს, რის შედეგადაც ადგილზე სამი სამართალდამცველი დაიღუპა.

ამის შემდეგ თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა გზად მათი გაჩერება შეუიარაღებულმა საგზაო პოლიციელმა სცადა, მაგრამ თავდამსხმელებმა ისიც მოკლეს.

ინციდნეტი იმ დროს მოხდა, როდესაც გაკვეთილები დასრულებული იყო და მშობლებს ბავშვები შენობიდან გაყავდათ. სროლას მოსწავლეებსა და მშობლებს შორის პანიკა მოჰყვა. არც ბავშვები და არც მათი მშობლები მომხდარის შედეგად არ დაშავებულან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე