ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 04.10.2018
ნანახია: 784

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეაჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე