რუსეთის ქალაქ ხანტი მანსიისკის დელაგაციას აღმოაჩნდა რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეა - ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

საქართველო, თბილისი - 16:42 | 04.10.2018
ნანახია: 875

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც ფიდეს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი მანსიისკიდან დელაგაციაც ესწრებოდა.

ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს.

საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას.“ – ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე