ბრიტანეთი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 16:35 | 04.10.2018
ნანახია: 626

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ რუსეთს შესაძლოა ახალი სანქციები დაუწესონ.

ჰანტის თქმით, რუსეთს ახალი სანქციები, შესაძლოა, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმის მცდელობისთვის დაემუქროს.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეცსამსახურებმა აღკვეთეს კიბერთავდასხმა ორგანიზაციაზე, რომლის განხორციელებასაც რუსეთის ოთხი მოქალაქე აპირებდა. რუსეთის მოქალაქეები ნიდერლანდების ტერიტორიიდან 13 აპრილს გააძევეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებას დასავლეთის ჯაშუშომანია უწოდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე